ირანის დელეგაცია აშშ-ის წარმომადგენლებს ჟენევაში პირველი მოლაპარაკებებისას უცხადებდა, რომ თეირანს საკმარისი ურანი ჰქონდა, რათა 11 ატომური ბომბი შეექმნა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა FOX NEWS-თან ინტერვიუში განაცხადა.
„პირველ შეხვედრაზე ორივე ირანელმა მომლაპარაკებელმა პირდაპირ, ყოველგვარი სირცხვილის გარეშე გვითხრა, რომ ისინი აკონტროლებდნენ 460 კილოგრამ 60%-იან გამდიდრებულ ურანს და იცოდნენ, რომ ამით 11 ატომური ბომბის დამზადება იქნებოდა შესაძლებელი. ეს მათი მოლაპარაკების პოზიციის დასაწყისი იყო“, – აღნიშნა უიტკოფმა.

