აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

დუბაის მახლობლად მდებარე საჰაერო ბაზაზე, რომელსაც ავსტრალიის ძალები იყენებს, დრონით შეტევა განხორციელდა

ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა რიჩარდ მარლზმა დაადასტურა, რომ დუბაის მახლობლად მდებარე საჰაერო ბაზა, რომელსაც ავსტრალია იყენებს, დრონით დაბომბეს, -ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მინისტრის თქმით, შაბათ-კვირას განხორციელებული თავდასხმის შედეგად არცერთი ავსტრალიელი არ დაშავებულა.

„ალ- მინჰადის საჰაერო ბაზაზე დარტყმა განხორციელდა, მაგრამ იქ მყოფი ყველა ავსტრალიელი უსაფრთხოდ არის“, – განუცხადა რიჩარდ მარლზმა ჟურნალისტებს.

არაბთა გაერთიანებული საამიროების საჰაერო ბაზას ბევრი დასავლური სამხედრო ძალა იყენებს და ის ავსტრალიის თავდაცვის ძალების ახლო აღმოსავლეთის შტაბ-ბინაა. მარლესის თქმით, ავსტრალიას ახლო აღმოსავლეთში 100 სამხედრო მოსამსახურე ჰყავს, რომელთა უმეტესობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებშია განლაგებული.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანეზემ ადრე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს აშშ-ისა და ისრაელის მოქმედებას, რომლის მიზანია „ხელი შეუშალონ ირანს ბირთვული იარაღის მოპოვებაში და ხელი შეუშალონ ირანის მიერ საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნას“.

იტვირთბა....