ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“განისვენე გენიოსო”: პრინცის გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობია

 

მომღერალი პრინცი მინესოტაში, ხმისჩამწერ სტუდიაში გარდაიცვალა,-ამ  ინფორმაციას ბრიტანული და ამერიკული მედიასაშუალებები ავრცელებენ.

მომღერალი პრინცი, იგივე როჯერს ნელსონი,  57 წლის იყო. მისი   ცხედარი მინესოტაში ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს.

პრინცი  ექვსი დღის წინ გრიპის სიმპტომებით კლინიკაში მოათავსეს. იგი საზღვარგარეთ იმყოფებოდა, როდესაც თავი ცუდად იგრძნო და თვითმფრინავი ილინოისში დაუგეგმავად დაჯდა.

რა გახდა პრინსის გარდაცვალების მიზეზი, ამ დრომდე უცნობია. სამართალდამცველების ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს.

პრინცის კარიერა  1970-იანი წლების ბოლოს დაიწყო და მას შემდეგ, სამი ათეული წელი, ითვლებოდა ამერიკის პოპ-სცენის გამომგონებლური უნარით და ექსცენტრიულობით გამორჩეულ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მუსიკოსად. თავისი კარიერის მანძილზე მან ას მილიონზე მეტი დისკი გაყიდა, გრემის კონკურსის შვიდგზის ლაურეატი იყო.

„ახლა პრინცი? არა, არა, არა… განისვენე, გენიოსო“, — დაწერა რობი უილიამსმა.

მსახიობმა სემუელ ლ. ჯექსონმა განაცხადა, რომ მომღერლის გარდაცვალების გამო ის შოკირებულია.

„განადგურებული ვარ!!  ბრიტანულ ახალ ამბებში აცხადებენ, რომ პრინცი მოკვდა?! მართალია?! უდიდესი დანაკარგია ყველა ჩვენგანისთვის! გენიოსია! სიტყვები არ მყოფნის“.

იტვირთბა....