აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ეს არ არის ე.წ. „რეჟიმის ცვლილების“ ომი, მაგრამ რეჟიმი ნამდვილად შეიცვალა” – პიტ ჰეგსეტი

ეს არ არის ე.წ. „რეჟიმის ცვლილების“ ომი, მაგრამ რეჟიმი ნამდვილად შეიცვალა, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ეს ომი ჩვენ არ დაგვიწყია, მაგრამ პრეზიდენტი ტრამპის ხელმძღვანელობით მას ვასრულებთ. ირანის რეჟიმი 47 წლის განმავლობაში ამერიკის წინააღმდეგ ცალმხრივ და სასტიკ ომს აწარმოებდა. მათი ომი ამერიკელების წინააღმდეგ აიათოლასა და მისი სიკვდილის კულტის წინააღმდეგ ჩვენს შურისძიებად იქცა“, – განაცხადა ჰეგსეტმა.

მისი თქმით, „ირანის ყოფილ რეჟიმს ყველა შანსი ჰქონდა მშვიდობიანი და გონივრული შეთანხმების დასადებად, მაგრამ თეირანი მოლაპარაკებებს არ აწარმოებდა“.

ამასთან, ჰეგსეტმა აღნიშნა, რომ ირანის წინააღმდეგ ოპერაცია „დაუსრულებელ ომამდე“ არ მიგვიყვანს და ეს ერაყი არ არის. მისი თქმით, აშშ-ს მიზანია, თეირანის რაკეტებისა და სხვა უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის განადგურება.

„ეს ერაყი არ არის. ეს დაუსრულებელი არ არის“, – აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

იტვირთბა....