აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება თავს ესხმის არა მხოლოდ თავისუფალ სიტყვას და მედიას, არამედ შეურცხყოფას აყენებს ათასობით ადამიანს, ვინც ამ ტელევიზიებს უყურებს” – არჩილ გორდულაძე

„ბიბისის“ ე.წ. ფილმი და, რეალურად, პროპაგანდისტური მასალა აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, პოლიტიკური მიზნით იყო შექმნილი. ანალოგიურია „დიფ სთეითისგან“ მართული დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომელიც თავს ესხმის არა მხოლოდ თავისუფალ სიტყვას და მედიას, არამედ შეურცხყოფას აყენებს ათასობით ადამიანს, ვინც ამ ტელევიზიებს უყურებს, – ამის შესახებ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „მათ შეურაცხყოფას აყენებენ, თითქოს ვერ არჩევენ, რა არის ფაქტი და რა – პროპაგანდა“.

„„იმედი“ და „პოსტივი“ სიმართლეს საუბრობენ, რის გამოც აქვთ ქართველი ხალხის მხარდაჭერა, მაგრამ დიდი ბრიტანეთის მხრიდან საქართველოზე თავდასხმას ვხედავთ. ორივე ტელევიზია მუშაობას აგრძელებს, ასეთი თავდასხმები შედეგს ვერ გამოიღებს. 2007 წელს ეს მედია სააკაშვილმა დაარბია და მაშინ დიდ ბრიტანეთს ერთი განცხადებაც არ გაუკეთებია, ახლა კი თავდასხმებს ახორციელებენ“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

იტვირთბა....