ქუვეითში აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავები ჩამოვარდა. ქუვეითის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ეკიპაჟის წევრები უვნებლები არიან.
„დღეს დილით რამდენიმე ამერიკული გამანადგურებელი თვითმფრინავი ჩამოვარდა. ისინი უვნებლად გადარჩნენ და ჯანმრთელობის შემოწმებისთვის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურია“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ისინი აშშ-სთან თანამშრომლობენ და შემთხვევის მიზეზების დასადგენად გამოძიებას აწარმოებენ.

