აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო

ირანმა ისრაელსა და სპარსეთის ყურის ქალაქებზე თავდასხმის მორიგი ტალღა განახორციელა – მედია

დუბაიში, დოჰასა და მანამაში, ასევე იერუსალიმში დღეს დილით ძლიერი აფეთქებების ხმები ისმოდა, თეირანი მესამე დღეა აგრძელებს ისრაელისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებზე დარტყმებს, – ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

სააგენტო „ფრანს-პრესის“ ცნობით, რამდენიმე ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა კატარისა და ბაჰრეინის დედაქალაქებში, ასევე არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში.

მედიის ინფორმაციით, ქუვეითში, ირანის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შემდეგ აშშ-ის საელჩოსთან შავი კვამლი დაფიქსირდა.

საელჩოს თავდასხმის ფაქტი არ დაუდასტურებია, თუმცა მოქალაქეებს მოუწოდა, საელჩოში მისვლისგან თავი შეიკავონ.

„ქუვეითზე რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის საფრთხე კვლავ არსებობს. ნუ მოხვალთ საელჩოში“, – ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე, ისრაელის საჰაერო ძალებმა განაცხადა, რომ ირანიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები და დრონები გაისროლეს.

იტვირთბა....