აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

დღეიდან ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური გაუქმდა

დღეიდან ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური გაუქმდა. ორივე უწყების ფუნქციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურს დაეკისრა. გადაწყვეტილება ოცნებამ გასული წლის ნოემბერში მიიღო.

ანტიკორუფციულ ბიუროს დაარსების დღიდან რაჟდენ კუპრაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც პოსტზე იმჟამინდელმა პრემიერმა ღარიბაშვილმა დანიშნა.

ანტიკორუფციული ბიურო შეიქმნა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში 2022 წლის 30 ნოემბერს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობისა და ანტიკორუფციული საქმიანობის ინსტიტუციურად გაძლიერების, ასევე საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი პრიორიტეტის შესრულების მიზნით.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური კი დამოუკიდებელ უწყებად 2022 წლის 1 მარტიდან ჩამოყალიბდა, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფლებამონაცვლე იყო.

იტვირთბა....