აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ისრაელის სამხედრო ძალებმა ლიბანში „ჰეზბოლას“ პოზიციებზე დარტყმები განახორციელეს

ისრაელის სამხედრო ძალებმა ლიბანში „ჰეზბოლას“ პოზიციებზე დარტყმები განახორციელეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ეს „ჰეზბოლას“ მიერ ისრაელის მიმართულებით ჭურვების გაშვების საპასუხო ქმედებაა“.

ამასთან, ისრაელმა ლიბანში 50-ზე მეტ სოფელსა და ქალაქს დაუყოვნებლივი ევაკუაციისკენ მოუწოდა.

„ჰეზბოლამ“ დაადასტურა, რომ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვა ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობის საპასუხოდ.

ლიბანის პრემიერ-მინისტრმა, ნავაფ სალამმა მოუწოდა ყველა მხარეს, თავი შეიკავოს სამხრეთ ლიბანიდან სარაკეტო შეტევებისგან.

მისი თქმით, „მიუხედავად იმისა, თუ ვინ დგას ამის უკან, სამხრეთ ლიბანიდან რაკეტების გაშვება უპასუხისმგებლო ქმედებაა, რომელიც საფრთხეს უქმნის ლიბანის უსაფრთხოებას და ისრაელს თავდასხმების გასაგრძელებლად საბაბს აძლევს“.

იტვირთბა....