აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

თეირანში დილიდან აფეთქებების ხმა ისმის

ირანის დედაქალაქ თეირანში დილიდან აფეთქებების ხმა ისმის. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამერიკული რაკეტების გაშვება და მათ მიერ სამიზნეების განადგურებაა ასახული.

„ცენტრალური სარდლობა მითითებების შესაბამისად სწრაფ და გადამწყვეტ მოქმედებებს ახორციელებს“, – აღნიშნულია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ დარტყმების ახალი ტალღა დაიწყეს. მათი თქმით, მორიგი დარტყმები ირანის სარაკეტო მარაგებისა და თავდაცვითი სისტემების წინააღმდეგ არის მიმართული.

„ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანის მასშტაბით ქვეყნის ტერორისტული რეჟიმის 30-ზე მეტ სამიზნეს შეუტიეს, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რაკეტების გამშვებ სისტემებს, რეჟიმის სამიზნეებს და სამხედრო სარდლობის ცენტრებს“, – აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვას ირანში ზეიმობენ. „ბიბისის“ ინფორმაციით, ხამენეის სიკვდილი ღამით ირანის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ისპაჰანსა და თეირანთან ახლოს მდებარე ქალაქ კარაჯში იზეიმეს. ამავე მედიის ცნობით, დღეს დილიდან მთავრობის მხარდამჭერი ღონისძიებებიც ტარდება. თეირანში გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ გლოვობს ადამიანების ნაწილი აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილს და ხელში მისი ფოტოები უჭირავთ.

იტვირთბა....