ირანის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა, რომ აშშ-სა და ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად ირანის თავდაცვის მინისტრი და შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი დაიღუპნენ. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ნახევრად ოფიციალური სააგენტო Tasnim-ის ცნობით, გენერალ-ლეიტენანტი აბდოლრაჰიმ მუსავი, რომელიც გასული წლის ივნისიდან გენერალურ შტაბს ხელმძღვანელობდა, შაბათის დარტყმების დროს დაიღუპა. ასევე ლიკვიდირებულია თავდაცვის მინისტრი აზიზ ნასირზადე.
მანამდე ირანმა დაადასტურა კიდევ ორი მაღალი რანგის ფიგურის – ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელის, გენერალ-მაიორ მოჰამედ პაკპურის და თავდაცვის საბჭოს მდივნის ალი შამხანის დაღუპვა.

