ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ირანზე „პრევენციული შეტევა“ დაიწყეს, ისრაელში „განსაკუთრებული და მუდმივი საგანგებო მდგომარეობა“ გამოცხადდა

ისრაელმა ირანზე „პრევენციული შეტევა“ დაიწყო, – აღნიშნულის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.

ამასთან, ისრაელ კაცმა მთელი ისრაელის მასშტაბით „განსაკუთრებული და მუდმივი საგანგებო მდგომარეობა“ გამოაცხადა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, თეირანში აფეთქების ხმა სამჯერ გაისმა. მედიის ცნობით, ირანის დედაქალაქზე თავდასხმა რამდენიმე რაკეტით განხორციელდა.

ირანული მედიის ცნობით, ირანის დედაქალაქში აფეთქებების ხმა გაისმა და ქალაქის თავზე კვამლი გაჩნდა.

იტვირთბა....