კოალიცია “ცვლილებისთვის” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ელენე ხოშტარიას საქმე ისეთი საქმეა მასზე კითხვის ნიშანი არც არსებობს.
ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ საქმეს აქვს პოლიტიკური მოტივაცია და კარგად გასაგებია, რატომ წავიდნენ იმაზე, რომ პოლიტიკოსები ჩაესვათ ციხეში.
,,ელენეს საქმე ისეთი საქმეა, რომ მანდ კითხვის ნიშანი ისედაც არ არსებობს, ხო გასაგები იყო რაც გააკეთა, რატომაც გააკეთა და არც დაუმალავს. მარტივად შეეძლოთ, თუ რამე, იქვე ადმინისტრაციულად დაეჯარიმებინათ. მაგითი დამთავრდებოდა ეს ამბავი. ნებისმიერი ადამიანი მიხვდება, რომ პოლიტიკოსი საარჩევნო ბანერზე წარწერის გამო კიდევ თვეები გყავდეს ციხეში და კაცმა არ იცის, კიდევ რა განაჩენს გამოუტანენ, გასაგებია, რომ პოლიტიკური მოტივაციაა, გასაგებია, რატომ წავიდნენ იმაზე, რომ პოლიტიკოსები ჩაესვათ ციხეში, ერთადერთი ახსნა მაგას აქვს ის, რომ ეს ქვეყანა საბოლოო ჯამში ჩაეხსნას თუ რამე ძაფები დარჩა დამაკავშირებელი ევროპასთან, ცივილიზებულ სამყაროსთან, ეგ ძაფები, რომ ბოლომდე გადაჭრან,- ამბობს ჯაფარიძე” .
კახი კალაძის ბანერზე ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო დაკავებული ოპოზიციონერი ლიდერის სასამართლო პროცესი გადაიდო. მომდევნო სხდომა 10 მარტს ჩაინიშნა.
დღეს მოსამართლემ და პროკურორმა შეთანხმებულად გადაწყვიტეს, რომ 6 – თვიანი პატიმრობის შემდეგ, ხოშტარია ციხეში მინიმუმ 11 დღით კიდევ დარჩება.

