ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

გაეროს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში გადაიდო

გაეროს გენერალური მდივნის, ბან კი მუნის ვიზიტი საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში გადაიდო. აღნიშნული ინფორმაცია “მეტრონომს” საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

“გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დღეს გამართავს შეხვედრას გენერალური მდივნის ოფისში ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ამის შემდეგ გახდება ცნობილი.” – განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.

შეგახსენებთ, ბან კი მუნი საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს აპრილის ბოლოს უნდა სწვეოდა.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები დაგეგმილი იყო საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

იტვირთბა....