საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) უკრაინისთვის 8.1 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხი საბოლოოდ დაამტკიცა.
IMF-ს პრესრელიზის მიხედვით, ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ პროგრამას ხელი 26 თებერვალს, ვაშინგტონში მოაწერა.
უკრაინა 2029 წლამდე ეტაპობრივად მიიღებს თანხას. თანხის პირველ ნაწილი, 1.5 მილიარი დოლარი, დაუყოვნებლივ გაიცემა.
IMF და უკრაინა თავდაპირველად 2025 წლის ნოემბერში უფრო მკაცრ პროგრამაზე შეთანხმდნენ, რომელიც სესხის დასამტკიცებლად გარკვეული გადასახადების შესახებ კანონპროექტების მიღებას ან წარდგენას მოითხოვდა.
თუმცა, რუსეთის დარტყმებით გამოწვეული მძიმე ენერგოკრიზისისა და პარლამენტარების წინააღმდეგობის ფონზე, უკრაინამ IMF-ის ამ მოთხოვნების გადავადების ნებართვა მიიღო.
მომავალში თანხის მისაღებად, უკრაინის პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც მოიცავს ონლაინ-ვაჭრებზე გადასახადების გაზრდას, იმპორტირებულ სამომხმარებლო ამანათებზე გადასახადებს და ცვლილებებს თვითდასაქმებული მეწარმეებისთვის დამატებული ღირებულების გადასახადში (დღგ).
IMF-ის დირექტორ-ხელმძღვანელმა, კრისტალინა გეორგიევამ განაცხადა, რომ პროგრამის ფარგლებში ხელისუფლება ვალდებულია გადაჭრას ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელი ხანგრძლივი პრობლემები, მათ შორის გააძლიეროს კორუფციასთან ბრძოლა, ეკონომიკური საქმიანობის ლეგალიზაციას ხელი შეუწყოს, გადასახადების არიდება აღმოფხვრას, ენერგეტიკული ბაზრების რეფორმა გაატაროს და ფინანსური ბაზრის ინფრასტრუქტურა გააძლიეროს.

