ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“უკრაინაში ომის შედეგი განსაზღვრავს, ვინ გახდება აშშ-სა და ჩინეთთან ერთად მსოფლიო წესრიგის მესამე საყრდენი, ევროპა თუ რუსეთი”- რადოსლავ სიკორსკი

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგის განსაზღვრავს თუ რომელი ქვეყანა გახდება ახალი გლობალური ბალანსის მესამე დასაყრდენი, აშშ-სა და ჩინეთთან ერთად.

სიკორსკიმ ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიო წესრიგის საფუძველი ირყევა. ანალოგიური განცხადებები მანამდე გააკეთა კანადის პრემიერ მინისტრმა, მარკ კარნიმ და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

„ძლიერი ევროკავშირის გარეშე არ შეიძლება იყოს თავისუფალი, აყვავებული და უსაფრთხო პოლონეთი. ან ჩვენ შევინარჩუნებთ ერთობას, ან უფრო დიდი ქვეყნები გვშთანთქავენ“, – განაცხადა სიკორისკიმ.

მისივე თქმით, მოსკოვში  ნებისმიერი ანტიევროპული ისტერია ახარებთ.

იტვირთბა....