თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და ანგარებით გამოყენების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.
„ასევე, ბრალდებულმა უკანონოდ მოიპოვა და შეინახა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინფორმაცია. მას შემდეგ კი, რაც დაზარალებულმა თაღლითურად მისაკუთრებული თანხის დაბრუნება მოითხოვა, აღნიშნული ინფორმაციის გამოყენებით სცადა მისი იძულება უარი ეთქვა მოთხოვნაზე.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 2026 წლის 26 თებერვალს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება ანგარებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

