ახალი ამბები მთავარი

სასამართლოში ჯუანშერ ბურჭულაძის საქმეზე ბიზნესმენი ზურაბ ტუკვაძე დაიკითხა

არ მქონდა მიზანი, ვინმეს წინააღმდეგ მიმეცა ჩვენება, უბრალოდ, სიმართლე მოვუყევი გამოძიებას , – ამის შესახებ ბიზნესმენმა, „კია ჯგუფის” დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა ზურაბ ტუკვაძემ სასამართლო პროცესზე დაკითხვისას განაცხადა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო აპარატის შესყიდვების საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმეა.

ზურაბ ტუკვაძემ აღნიშნა, რომ  ჯუანშერ ბურჭულაძეს არ იცნობს და მხოლოდ მის ცოლის ძმასთან, ვასილ მხეიძესთან ჰქონდა შეხება.

“გარიგების დადებაში თანამდებობის პირებიდან არავინ დამხმარებია, ეს ვუთხარი გამომძიებელს…ვასილ მხეიძეზე დამისვეს კითხვა, მაგრამ არ დაუსვამთ კითხვა, დამეხმარა თუ არა რაიმე გარიგების დადებაში”, – განაცხადა ზურაბ ტუკვაძემ ადვოკატ ტარიელ კაკაბაძის შეკითხვის საპასუხოდ.

ტარიელ კაკაბაძე თავდაცვის სამინისტროს ე.წ. შესყიდვების საქმეში ვასილ მხეიძეს იცავს. ადვოკატმა ტუკვაძეს ჰკითხა: ე.წ. შესყიდვების საქმის ფარგლებში, რატომ მოითხოვა დამატებით დაკითხვა, რაზეც ბიზნესმენმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ გაიაზრა ის, რომ მის მეგობრებს, ბიზნესმენებს საფრთხეში ვერ ჩააგდებდა, რის გამოც გამოძიების კითხვებზე დამატებით პასუხის გაცემა გადაწყვიტა.

“როგორც წინა პროცესზე გითხარით, ამ პროცესში 15 ივლისის კითხვებიდან გამომდინარე, გამოძიების კითხვებიდან გამომდინარე, არ ველოდი, რომ ეს შეეხებოდა ვასო მხეიძისგან გადაფორმებულ სახლს, მანქანას და ა.შ. და კითხვები შეეხებოდა ჩემ მეგობრებს, ბიზნესმენებს. აშკარად, ჩემი გააზრებით, ამ გამოკითხვიდან მივხვდი, რომ საფრთხეში ვერ ჩავაგდებდი მეგობრებს, პარტნიორებს. … ამიტომ გადავწყვიტე ჩვენების დამატებით მიცემა” – განაცხადა ზურაბ ტუკვაძემ.

იტვირთბა....