Reuters: საბჭოთა კავშირის შემდგომ პერიოდში წარმოქმნილ მემკვიდრე სახელმწიფოებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული და პროდასავლური საქართველო სულ უფრო ავტორიტარული ხდება უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ და რუსეთთან ეკონომიკურ კავშირებს აღრმავებს – გამოცემა 24 თებერვალს ბრიტანეთის მიერ დასანქცირებულ ქართულ პროპაგანდისტულ მედიებზე წერს.
“იმედისა“ და „პოს ტვ“-ს წინააღმდეგ სანქციები ბრიტანული ახალი პაკეტის ნაწილია, რომელიც მიმართულია 297 სუბიექტის წინააღმდეგ” – წერს Reuters.
გამოცემის ინფორმაციით, სანქციები მოიცავს ბრიტანეთში მაუწყებლების საკუთრებაში არსებული აქტივებისა და ქონების გაყინვას და მათ მფლობელებს უკრძალავს დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული სხვა კომპანიების მართვას.
“საბჭოთა კავშირის შემდგომ პერიოდში წარმოქმნილ მემკვიდრე სახელმწიფოებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული და პროდასავლური საქართველო სულ უფრო ავტორიტარული ხდება უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ და რუსეთთან ეკონომიკურ კავშირებს აღრმავებს” – ნათქვამია სტატიაში.

