ახალი ამბები კრიმინალი

ჰონგ კონგის სააპელაციო სასამართლომ მედიამაგნატ ჯიმი ლაის თაღლითობის ვერდიქტი გააუქმა

ჰონგ კონგის სააპელაციო სასამართლომ მედიამაგნატ ჯიმი ლაის თაღლითობის ვერდიქტი გააუქმა. როგორც სასამართლომ დაადგინა, პროკურორებმა ვერ შეძლეს დაემტკიცებინათ, რომ ლაიმ არენდის გადასახადთან დაკავშირებით თაღლითობა ჩაიდინა.

თუმცა, ის კვლავ პატიმრობაში რჩება და 20-წლიან სასჯელს იხდის სხვადასხვა დანაშაულებისთვის, რომლის ჩადენასაც უარყოფს. მათ შორის, ეროვნული უსაფრთხოების სფეროში ბრალდებისთვის, კერძოდ, უცხოურ ძალებთან თანამშრომლობისა და წამქეზებლური მასალების გამოქვეყნებისთვის.

78 წლის მედიამაგნატი დემოკრატიული მოძრაობის მხარდამჭერია და ჩინეთის მმართველ პარტიას ღიად აკრიტიკებს.

იტვირთბა....