ჩინეთში გერმანიის კანცლერის ვიზიტს ნაყოფიერად აფასებენ. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
„მერცის ვიზიტი არის ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ჩინეთი და გერმანია ერთგულნი არიან სტაბილური და კონსტრუქციული ორმხრივი ურთიერთობების შენარჩუნების, ორმხრივი სასარგებლო თანამშრომლობისა და უთანხმოებების სათანადოდ, გულწრფელი, ღია და ურთიერთპატივისცემით დიალოგის გზით. ჩინეთი მზადაა, ეს ვიზიტი გერმანიასთან თანამშრომლობის შესაძლებლობად გამოიყენოს, რათა ჩინეთ-გერმანიის ურთიერთობებში ახალი თავი დაიწყოს და ქაოსით გადაჯაჭვულ სამყაროში სტაბილურობა და პოზიტიური ენერგია შეიტანოს“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მაო ნინგმა.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის კანცლერი ორდღიანი ვიზიტით ჩინეთში იმყოფება.

