„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით, ჯერჯერობით ცნობილი არ არის, ვინ იქნება მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მათი პარტიული სიის პირველი ნომერი.
„ჩვენთან სიის ფორმირების რთული პროცედურებია, ხანგრძლივი პროცესებია, ჯერ არ დაწყებულა არანაირი პროცედურა პარტიაში აღნიშნულთან დაკავშირებით“, – განაცხადა სამნიძემ.
მისი თქმით, მომავალ არჩევნებში პარტია დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას და რომელიმე პარტიასთან ან კოალიციასთან ერთად არჩევნებში მონაწილეობაზე საუბარი არ არის.