ბრიტანეთის ახალი, მასშტაბური სანქციები აზერბაიჯანელ ნავთობ-ტრეიდერებსაც შეეხო – დიდი ბრიტანეთის მიერ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მე-4 წლისთავზე მოსკოვის მიმართ გამოცხადებულ მასშტაბურ სასანქციო პაკეტში, რომელშიც დაახლოებით 300 კომპანია და იურიდიული პირია, აზერბაიჯანული ნავთობ ტრეიდერებიც მოხვდნენ. სანქციები დაუწესდა „2Rivers Group“-თან დაკავშირებულ 175 იურიდიულ პირს.
Bloomberg-ის ცნობით, აღნიშნული ქსელი დაკავშირებულია აზერბაიჯანელ ტრეიდერებთან – ეტიბარ ეიუბთან და ტაჰირ ყარაევთან, რომლებიც საერთაშორისო სანქციების მიუხედავად, რუსული ნავთობის ასობით მილიონი ბარელის გადაზიდვაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ.
მანამდე, დიდმა ბრიტანეთმა „2Rivers Group“-ს სანქციები 2024 და 2025 წლებშიც დაუწესა, თუმცა ახალი სანქციები ქსელთან დაკავშირებული კომპანიების უფრო ფართო წრეს მოიცავს. შეზღუდვებში მოხვდნენ რუსული ბანკები, მათ შორის „Poçta Bank“, „Toçka“, „Transkapitalbank“, „Absolyut-Bank“, „Sinara“, „Avers“, „Lanta-Bank“, „Ak Bars“ და „Fora-Bank“. სანქციების სიაში არიან – „Transneft“ და „Rosatom“-ის სტრუქტურები („Rosatom Energy Projects“, „REIN Engineering“, „Rusatom Overseas“), ასევე თხევადი ბუნებრივი გაზის მწარმოებლები „Krioqaz-Vısotsk“ და „Qazprom SPQ Portovaya“.

