ჟენევაში ირანისა და აშშ-ის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი მიმდინარეობს. შეხვედრის ადგილზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.
მოლაპარაკებებში შუამავლის როლს ომანის საგარეო საქმეთა მინისტრი შეასრულებს.
ამასთან, ირანის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი ხელმძღვანელობს. როგორც აბას არაღჩიმ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, თეირანი მზად არის როგორც მოვლენების მშვიდობიანი განვითარებისთვის, ისე სამხედრო სცენარისთვისაც. ამასთან, არაღჩი აცხადებს, რომ ბირთვული პროგრამის საკითხი ომის გზით ვერ გადაწყდება.
ამერიკულ მხარეს ჟენევაში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი წარმოადგენს. როგორც მან აღნიშნა, ვაშინგტონს სურს თეირანთან ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით უვადო შეთანხმება გააფორმოს.
„როგორც აქსიოსი“ წერს, ტრამპის ადმინისტრაციას ასევე სურს დამატებითი მოლაპარაკებების გამართვა ირანის ბალისტიკური პროგრამის შესახებ და თეირანის მხრიდან რეგიონში მოქმედი მარიონეტული ძალების მხარდაჭერის შეწყვეტაზე.

