აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“კუბის ტერიტორიულ წყლებში ამერიკულ ნავთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტი აშშ-ის მხრიდან აგრესიულ პროვოკაციას წარმოადგენს” – მარია ზახაროვა

“კუბის ტერიტორიულ წყლებში ამერიკულ ნავთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტი აშშ-ის მხრიდან აგრესიულ პროვოკაციას წარმოადგენს” – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„ეს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან აგრესიული პროვოკაციაა, რომელიც მიზნად ისახავს სიტუაციის ესკალაციას და კონფლიქტის აფეთქებას“, – განაცხადა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, კუბის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ-ში რეგისტრირებული სწრაფმავალი ნავი მის ტერიტორიულ წყლებში შევიდა, რის შემდეგაც სასაზღვრო დაცვის სამსახურმა ნავზე მყოფ პირებს ცეცხლი გაუხსნა. სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა. კუბის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავდაპირველად ცეცხლი ნავზე მყოფმა პირებმა გახსნეს. სამინისტროში აღნიშნეს, რომ ფლორიდის შტატში რეგისტრირებულ ნავზე კუბელები იმყოფებოდნენ, რომლებზეც კუბაში თავდასხმების დაგეგმვის გამო ადრე ძებნაც კი იყო გამოცხადებული.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ მომხდარი აშშ-ის ოპერაცია არ ყოფილა და აღნიშნა, რომ აშშ კუბის მთავრობის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას არ დაეყრდნობა და ვაშინგტონი ფაქტებს დამოუკიდებლად გადაამოწმებს.

იტვირთბა....