ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“კანდიდატ ქვეყანას ასეთი ცუდი ანგარიში ევროკავშირის ისტორიაში არ მიუღია” – “ევროსკოპის” რედაქტორი

“კანდიდატ ქვეყანას ასეთი ცუდი ანგარიში ევროკავშირის ისტორიაში არ მიუღია” – ამის შესახებ “ევროსკოპის” რედაქტორმა, თამარ ნუცუბიძემ განაცხადა. 

მან დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე ისაუბრა, სადაც უმწვავესი ანგარიში წარადგინეს. 

თამარ ნუცუბიძის ცნობით, კომიტეტის მოსმენაზე ასევე ისაუბრეს სანქციებზე, BBC-ის ფილმზე და “ქართული ოცნების” ევროინტეგრაციის გზაზე უკუსვლაზე. 

რაც შეეხება პოლიტიკურ გზავნილებს, ყველა მწვავე საკითხზე გაკეთდა დღეს აქცენტი კომიტეტის მოსმენაზე, ითქვა იქ სანქციებზეც, ითქვა, რომ ასეთი ცუდი ანგარიში ჯერ-ჯერობით არ ყოფილა ევროკავშირის ისტორიაში, რომ ჰქონოდა კანდიდატ ქვეყანას. საუბარი იყო BBC-ის ფილმზე, საუბარი იყო იმაზე, რომ თუკი ფაქტიურად დადასტურდება ის ეჭვები, რაც გამოთქმულია ამ ფილმის, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი ევროკავშირისთვის. იყო აღნიშნული, რომ არათუ წინ მიიწევს “ქართული ოცნება” ევროინტეგრაციის გზაზე, პირიქით აბსოლუტური უკუსვლა არის. 

ტენდენციას მინდა ხაზი გავუსვა, ტრადიციულად, “ქართული ოცნების” მხარდამჭერი რამდენიმე დეპუტატი გამოდის ხოლმე ან დებატებზე, ან განხილვებზე და ძირითადად ისინი არიან ვიქტორ ორბანის და ევროსკეპტიკოსების წარმომადგენლები, დღეს არცერთ მათგანს სიტყვის უფლება არ მოუთხოვია მიუხედავად იმისა, რომ დევიდ მაკალისტერმა რამდენჯერმე იკითხა, ამ პარტიის წარმომადგენლებს თუ სურთ პოზიციის დაფიქსირება. ერთადერთი ევროდეპუტატი, რომელმაც გააკრიტიკა ის პუნქტები და ის მოსაზრებები, რაც ანგარიშის draft-ში არის, იყო პოლონელი, პრო-რუსი, ანტისემიტი დეპუტატი, რომელიც არცერთ პოლიტიკურ პარტიაში არ არის, ბრაუნი, რომელიც აქტიურად გამოიყენა დღეს პროპაგანდამ. ეს დეპუტატი ცნობილია თავისი პრორუსული გამოსვლებით, ინტერნეტში მრავლადაა ვიდეოები, როგორ შეურაცხყოფს ის უკრაინის დროშას, როგორ წვავს ევროკავშირის დროშას და ესეც საჩვენებელი იყო, რომ მხოლოდ ასეთმა დეპუტატმა დააყენა ეჭვის ქვეშ ის მოსაზრებები, რომელიც არის დოკუმენტში,” – განაცხადა თამარ ნუცუბიძემ. 

იტვირთბა....