ახალი ამბები

,,2025 წელს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას 129 ჟურნალისტი დაიღუპა, რაც რეკორდული მაჩვენებელია ” – ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი 

2025 წლის განმავლობაში მოვალეობის შესრულებისას 129 ჟურნალისტი და მედიამუშაკი დაიღუპა, რაც რეკორდული ნიშნულია. ამის შესახებ ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის მიერ გავრცელებულ ყოველწლიურ ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის მიხედვით, ჟურნალისტთა უმეტესობა კონფლიქტის ზონაში გარდაიცვალა.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული,  129 დაღუპული ჟურნალისტიდან 86 პალესტინელი იყო და ღაზაში მიმდინარე მოვლენებს აშუქებდა.

მედიის წარმომადგენლები დაიღუპნენ უკრაინისა და სუდანის კონფლიქტებზე მუშაობისასაც. ასევე მზარდია იმ ჟურნალისტების რიცხვი, რომლებიც დრონებით თავდასხმის დროს დაიღუპა.

2025 წელს ექვსი ჟურნალისტი მოკლეს მექსიკაში, სადაც დამნაშავეების პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. ასევე ბანგლადეშში, ინდოეთსა და პერუში აღრიცხულია იმ ჟურნალისტების გარდაცვალების შემთხვევები, რომლებიც დანაშაულებრივ საქმეებთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებდნენ.

საუდის არაბეთში კი ცნობილი თურქი ავტორი ალ-იასერი სიკვდილით დასაჯეს, ეროვნული უსაფრთხოების დარღვევისა და ფინანსური დანაშაულების საბაბით ცრუ ბრალდებების გამო.

2025 წლის პირველი დეკემბრის მონაცემებით, 329 ჟურნალისტი პატიმრობაში რჩება, 84 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულადაა მიჩნეული.

იტვირთბა....