ახალი ამბები

ბუნდესტაგი ე.წ. კამიკაძე დრონების შეძენის საკითხს კენჭს უყრის

ბუნდესტაგი დღეს ე.წ. კამიკაძე დრონების შეძენის საკითხს კენჭს უყრის.

საუბარია, გერმანული სტარტაპ კომპანიების „ჰელსინგისა“ და „სტარკ დიფენსის“ მიერ წარმოებული, ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი ათასობით დრონის შესყიდვაზე, რომელიც ლიეტუვაში განთავსდება დისლოცირებულ კონტიგენტთან ერთად, როგორც რუსეთის აგრესიისგან შეკავების ზომა.

უცხოური მედიის ცნობით, შეკვეთა 536 მილიონი ევროს ღირებულებისაა, მისი მოცულობის ზრდის პერსპექტივით. თუმცა, დრონების ზუსტი რიცხვი არ გასაჯაროვებულა.

დამტკიცების შემთხვევაში დრონები ლიეტუვაში 2027 წელს განთავსდება.

იტვირთბა....