“ქართულმა ოცნებამ” სახე აღმოსავლეთით, რუსეთის მიმართულებით იცვალა” – ევროპარლამენტარი ვილი სოვნდალი გამოეხმაურა, ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მოსმენას.
“საქართველოში რასაც ვხედავთ, ეს სისტემური დარღვევაა ყველა ძირითადი დემოკრატიული კანონის.
“ოცნებამ” სახე აღმოსავლეთით, რუსეთის მიმართულებით იცვალა. საქართველოში ჩვენ ვხედავთ მამაც ხალხს, რომლებიც აგრძელებენ ბრძოლას დემოკრატიული ქვეყნისთვის.
ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ ამ მამაც ახალგაზრდებს, რომლებიც მიუხედავად პოლიციელების ძალადობისა და სამართლებრივი დევნისა, კვლავ აგრძელებენ ბრძოლას. ამ მთავრობის პირობებში შეუძლებელია საქართველოს გზა ევროკავშირისკენ გაგრძელდეს – ამბობს ევროპარლამენტარი ვილი სოვნდალი.

