რუმინეთის გაფართოებულმა კოალიციამ დაამტკიცა განკარგულება, რომელიც საჯარო სექტორში სამუშაო ადგილებისა და ხარჯების შემცირებას ითვალისწინებს.
შედეგად, 2027 წლისთვის მერიებში საერთო ჯამში 12 794 ადგილი შემცირდება, ხოლო სხვა სახელმწიფო უწყებებში 10%-იანი შემცირება მოხდება.
როგორც აღინიშნა, შედეგად 2026 წელს დაიზოგება 1.6 მილიარდი ლეი, რაც 370 მილიონამდე დოლარს შეადგენს, ხოლო 2027 წლიდან 3 მილიარდამდე ლეი.
აღსანიშნავია, რომ რუმინეთში მასშტაბური საბიუჯეტო დეფიციტია.
როგორც მედია იუწყება, პარალელურად, მთავრობამ დაამტკიცა მხარდაჭერის სქემები, შეღავათები, სახელმწიფო დახმარებები და საგადასახადო გამონაკლისები, რათა მხარი დაუჭიროს ეკონომიკურ ზრდას 2032 წლისთვის, საერთო ეფექტით 5 მილიარდ ევრომდე.

