საქართველოს შესახებ ანგარიშის წარდგენისას, ევროდეპუტატი რასა იუკნევიჩიანე განცხადებას ავრცელებს.
“სამწუხაროდ, საქართველოში ვითარება უარესდება და ეს ძალიან სწრაფად ხდება. ევროკომისიის 2025 წლის გაფართოების ანგარიშში მიჩნეულია, როგორც ყველაზე ცუდი ანგარიში, რომელიც ოდესმე მომზადებულა კანდიდატ ქვეყანასთან დაკავშირებით გაფართოების ისტორიაში. ანგარიში მკაფიოდ ამბობს, რომ საქართველო ახლა კანდიდატი ქვეყანაა მხოლოდ სახელობით.
ამ ანგარიშში, ჩვენ ყურადღება ახალ მოვლენებზე გავამახვილეთ. ჩვენ ვამბობთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ეფექტურად შეცვალა საქართველოს ევროპული გზა. ყველა 9 პრიორიტეტზე შეიმჩნევა რეგრესი, რა პირობითაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. მიუხედავად იმისა, რომ ამტკიცებენ, ევროკავშირში ინტეგრაცია სტრატეგიული მიზანია, უმაღლესი თანამდებობის პირები და მთავრობასთან აფილირებული მედია აწარმოებენ სისტემატურ ანტიევროპულ კამპანიას, ავრცელებენ დეზინფორმაციას და კონსპირაციულ ნარატივებს.
ანგარიში ხაზს უსვამს, ტარგეტირებული სანქციების მნიშვნელობას იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, საარჩევნო თაღლითობაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა, ასევე პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი და სხვა საკვანძო პირები. არ მიკვირს, რომ ვიქტორ ორბანი მხარს უჭერს ამ პრორუსულ მთავრობას. მაგრამ ღრმად ვწუხვარ, რომ სხვა დიდი წევრი სახელმწიფოები ჩაფლავდნენ სანქციები დაეწესებინათ უფრო ადრე. ევროკავშირმა ეს არ გააკეთა, როცა ძალიან მნიშვნელოვანი იყო” [ტვ პირველი] – განაცხადა ევროდეპუტატმა რასა იუკნევიჩიანემ

