ახალი ამბები

,,მხოლოდ უკრაინაში ჩამოსვლით და ჩვენი ბრძოლის საკუთარი თვალით ნახვითაა შესაძლებელი იმის გაგება, სინამდვილეში რა არის ეს ომი, ვინ არის აგრესორი და ვისზე უნდა მოხდეს ზეწოლა ” – ვოლოდიმირ ზელენსკი

ჩვენმა ხალხმა თეთრი დროშა არ აღმართა – მათ ლურჯ-ყვითელი დროშა დაიცვეს, ოკუპანტებმა კი, რომლებსაც ეგონათ, რომ აქ ყვავილებით ხელდამშვენებული ბრბო დახვდებოდათ, ამის ნაცვლად გაწვევის ცენტრებთან რიგები იხილეს, ჩვენმა ხალხმა წინააღმდეგობა აირჩია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის დაწყების მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მან აჩვენა ბუნკერის გრძელი დერეფნები და ოფისები, სადაც ის და ასობით სხვა ადამიანი იმყოფებოდნენ და სადაც ყოველდღიურად იმართებოდა შეხვედრები სამხედროებთან, ხორციელდებოდა სატელეფონო ზარები.

„ეს ოფისი – ბანკოვას ქუჩაზე მდებარე ბუნკერში მდებარე ეს პატარა ოთახი – სწორედ აქ გავმართე ჩემი პირველი საუბრები მსოფლიო ლიდერებთან ომის დაწყებისას. აქ ვესაუბრე პრეზიდენტ ბაიდენს და სწორედ აქ მოვისმინე: „ვოლოდიმირ, საფრთხე არსებობს. სასწრაფოდ უნდა დატოვოთ უკრაინა. ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ ამაში“ და აქ ვუპასუხე, რომ საბრძოლო მასალა მჭირდება და არა ტრანსპორტი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ გაიხსენა რუსული აგრესიის პირველი მსხვერპლი ბუჩაში, ირპენში, ბოროდიანკაში, მარიუპოლსა და სხვა დასახლებებში, ასევე მასობრივი საფლავები და რუსული საჰაერო დარტყმები საცხოვრებელ მაღალსართულიან შენობებსა და სამშობიარო სახლებზე.

„კაცები ასე არ იბრძვიან. ხალხი ასე არ იქცევა. უკრაინელები ამას არ დაივიწყებენ. დაე, ეს კადრები ყველამ ნახოს, ვისაც სინდისი არ აწუხებს, ვინც კვლავ ხელს უწვდის რუსულ ბოროტებას და კვლავ ყიდულობს ნავთობს პუტინისგან“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, უკრაინამ გრძელი გზა გაიარა ტყვიაგაუმტარი ჟილეტების მიღებიდან Patriot-ების, IRIS-Ts-ების, NASAMS-ებიოს, F-16-ის მიღებამდე, საკუთარი იარაღის, მათ შორის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის, წელიწადში 3 მილიონზე მეტი FPV დრონის წარმოებამდე, ღამით ასობით „შაჰედის“ და რაკეტის ჩამოგდებამდე და კურსკისა და „ობობას ქსელის“ ოპერაციების ჩატარებამდე.

ზელენსკის განცხადებით, უკრაინას ამჟამად თავისი ისტორიის მანძილზე ყველაზე რთული ზამთარი გადააქვს, თუმცა გაზაფხულამდე ერთ კვირაზე ნაკლები დრო რჩება.

„პუტინმა თავის მიზნებს ვერ მიაღწია. მან უკრაინელები ვერ გატეხა. მან ეს ომი ვერ მოიგო. ჩვენ გადავარჩინეთ უკრაინა და ყველაფერს გავაკეთებთ მშვიდობის მისაღწევად. და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა აშშ-ის პრეზიდენტის უკრაინაში ვიზიტის მნიშვნელობას იმისთვის, რომ გააცნობიეროს რუსეთზე ზეწოლის განხორციელების აუცილებლობა.

„ნამდვილად მინდა, რომ ერთ დღეს აქ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ერთად მოვიდე. დანამდვილებით ვიცი: მხოლოდ უკრაინაში ჩამოსვლით და ჩვენი ცხოვრებისა და ბრძოლის საკუთარი თვალით ნახვით, ჩვენი ხალხისა და ამ ტკივილის შეგრძნებით არის შესაძლებელი იმის გაგება, სინამდვილეში რა არის ეს ომი. ვინ არის აგრესორი და ვისზე უნდა მოხდეს ზეწოლა, რომ უკრაინა იცავს სიცოცხლეს, სწორედ ამისთვის იბრძვის და რომ ეს არ არის ქუჩის ბრძოლა – ეს არის ავადმყოფი სახელმწიფოს თავდასხმა სუვერენულ სახელმწიფოზე და რომ პუტინია ეს ომი. ის არის მისი დაწყების მიზეზი და დაბრკოლება მისი დასრულებისთვის და სწორედ რუსეთს უნდა მივუჩინოთ თავისი ადგილი, რათა ნამდვილმა მშვიდობამ დაისადგუროს“,- აღნიშნა ზელენსკიმ.

იტვირთბა....