ციტატა

დიდი ბრიტანეთის ელჩი სანქციებზე

,,რუსეთის უკრაინაში უკანონო შეჭრის წლისთავზე ბრიტანეთის მთავრობამ 300-ზე მეტ ორგანიზაციასა და ფიზიკურ პირზე სანქციების ახალი პაკეტი წარადგინა, მათ შორის არიან რუსული ორგანიზაციები, რომლებიც ნავთობს ჰყიდიან, ასევე, არიან არარუსული ორგანიზაციები, რომლებიც ნავთობით ვაჭრობენ.

ამ დოკუმენტში მოხვდა ჩრდილოვანი ფლოტი, გემები და ასევე ის ორგანიზაციები, რომლებიც უკრაინის სუვერენიტეტის შელახვის მიზნით დეზინფორმაციულ ნარატივებს ავრცელებენ. ასე რომ, ეს არის დიდი პაკეტი.

სანქციების ეს პაკეტი არის სიგნალი საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ დიდი ბრიტანეთი დგას უკრაინის გვერდით და ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რომ შევაჩეროთ რუსეთის ომის მანქანა და რუსეთის ინფორმაციული ნარატივები “

უთხრა გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში, გარეთ უორდმა TV პირველს სანქციების პაკეტზე საუბრისას, რომელშიც სამთავრობო მედიები TV იმედი და POSTV მოხვდნენ.

იტვირთბა....