ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება

სიახლე: საინტერესო პოსტში Facebook ფულს გადაგიხდით

სოციალური ქსელი Facebook მომხმარებლებისათვის საინტერესო პოსტისთვის ფულის გადახდას აპირებს, – ამის შესახებ გამოცემა The Verge იტყობინება.

ამ დროისთვის სოციალური ქსელი მომხმარებლების წახალისებისთვის საინტერესო გზების ძიებაშია. ერთ-ერთი, რომელსაც ის განიხილავს, არის ის, რომ მკითხველს, რომელსაც „ფეისბუქის“ მომხმარებლის პოსტი მოეწონება, შეუძლია „ბონუსი“ ან შემოწირულობა დაუტოვოს.

კომპანიის აზრით, მომხმარებლებმა ლაიქებისა და რეპოსტების ბოროტად გამოყენება დაიწყეს, ამიტომ ამ გზით სოციალური ქსელი ავტორთა წახალისებას აპირებს.

სოციალური ქსელის ხელმძღვანელები ფიქრობენ, რომ ასევე, მათ მიერ შექმნილი სოციალური ქსელის, Instagram-ის გამოჩენის შემდეგ, „ფეისბუქში“ საკუთარი ფოტოების პუბლიკაციების რაოდენობა შემცირებულია.

„ფეისბუქი“ პირველი სოციალური ქსელი არ იქნება, რომელიც მომხმარებელს ფულის შოვნის შესაძლებლობას აძლევს. Youtube-მა შემოსავლების გაყოფის პროგრამა 2007 წელს დაიწყო.

„ფეისბუქი“ იუწყება, რომ ჯერჯერობით, ეს მხოლოდ საცდელი წამოწყებაა და მას ადვილად შეუძლია შეცვალოს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ამ ნაბიჯით პროდუქტის ცვლილება არ მოხდება.

იტვირთბა....