პოლიტიკა

რუსეთის საგარეოში კვლავ ჟენევის დისკუსიების ადგილის ცვლილების აუცილებლობაზე ლაპარაკობენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინი, კვლავ გამოეხმაურა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ადგილმდებარეობის ცვლილების საჭიროებას. მისივე თქმით, ეს ნაბიჯი აუცილებელია, რაც მან რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან საუბრისას განახორციელა.

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავად ფორმატი და მისი გაგრძელება, ეჭვქვეშ არ ვაყენებთ ამ ფორმატის არსებობას. აუცილებელია პლატფორმა, რომელიც ყველა მხარეს დააკმაყოფილებს. ჯერჯერობით, მსგავსი არ არსებობს და ჩვენ მივდივართ ჟენევაში, რადგან ფორმატი, რომელსაც უმნიშვნელოვანესი როლი აქვს, უნდა გაგრძელდეს… შვეიცარია, სამწუხაროდ, საკუთარი ნეიტრალიტეტის პრინციპს დაშორდა და დაიკავა პროკიევური პოზიცია უკრაინის კრიზისის კონტექსტში. ამიტომ, მოლაპარაკებებისთვის მისი კომფორტულ ლოკაციად ჩათვლა რთულია.” – თქვა გალუზინმა.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების რაუნდი ამ წლის მარტში გაიმართება.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები შვეიცარიას ნეიტრალიტეტზე უარის თქმაში ადანაშაულებენ და ჟენევის დისკუსიების ლოკაციის ცვლილებას ითხოვენ.

იტვირთბა....