აქტუალური თემა

,,UK-სთან დაკავშირებულმა ბანკებმა უნდა გაუყინონ ანგარიშები და აღარ მოემსახურონ „იმედის“ და „PosTV“-ს” – იურისტის განმარტება

გაერთიანებულმა სამეფომ ტელეკომპანია „იმედი“ და „PosTV“ რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების რეჟიმის ფარგლებში დაასანქცირა.

იურისტი გიორგი ბურჯანაძე იმ მიზეზებსა და სამართლებრივ საფუძვლებს განმარტავს, რის გამოც მედიასაშუალებები სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ.

გიორგი ბურჯანაძის ინფორმაციით, ბრიტანულმა მხარემ ტელეარხების წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ძირითადი ფაქტორის გამო აამოქმედა:

  • დეზინფორმაციის გავრცელება: არხები ბრალდებულია ქართველი აუდიტორიისთვის უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ განზრახ მცდარი ინფორმაციის მიწოდებაში. აღნიშნული ქმედება შეფასებულია, როგორც უკრაინის დესტაბილიზაციის მცდელობა და საფრთხე მისი სუვერენიტეტისთვის.
  • უკრაინის ხელისუფლების დელიგიტიმაცია: რეგულარული ნარატივები იმის შესახებ, რომ პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინის მთავრობა არალეგიტიმურები არიან.
  • ანტიდასავლური რიტორიკა: მტკიცებები, რომ უკრაინა დასავლეთის „მარიონეტია“ და რომ დასავლური სახელმწიფოები საქართველოს დესტაბილიზაციას ისახავენ მიზნად.

მისივე ინფორმაციით, სანქციების პაკეტი სამ ძირითად კომპონენტს მოიცავს, რომლებიც კომპანიების ფინანსურ და ადმინისტრაციულ საქმიანობას ზღუდავს:

“სამ კომპონენტს მოიცავს ეს სანქცია:

  1. Asset Freeze – ბრიტანეთთან დაკავშირებულმა ბანკებმა უნდა გაუყინონ ანგარიშები და აღარ მოემსახურონ;
  2. Trust Services Sanctions – გამორიცხავს ბრიტანეთთან დაკავშირებით კომპანიის წილების გადაცემას და ქონების ამ გზით მართვას.
  3. Director disqualification – კრძალავს ბრიტანეთის მოქალაქის ჩართვას კომპანიის მართვაში.

ეს სანქცია გამოქვეყნდა რუსეთის უკრაინაში შეჭრის 4 წლის თავზე”, – წერს იურისტი.

იტვირთბა....