“წერონ და იკითხონ… ივანიშვილი ამ ბიუროკრატებისგან უკვე დასანქცირებულია, როდესაც წვდომა შეუზღუდეს საკუთარ ფინანსებთან. ეს ადამიანი არ გატყდა იმიტომ, რომ პატრიოტია, საკუთარი ქვეყნის მოსიყვარულეა, ქართული ღირებულებების დამცველია და რაც არ უნდა რაისებმა და კუბილიუსებმა აშანტაჟონ დასანქცირებით ვერას გახდებიან იმიტომ, რომ არ გვაინტერესებს ეს ლუზერების რეზოლუციები” – ამბობს წევრი ზარქუა.
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ხვალ ანგარიშს წარადგენენ. ანგარიშს ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი, რასა იუკნევიჩიენე წარადგენს. პროექტის თანახმად, ანგარიში ასახავს ფაქტს, რომ „საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა“. ანგარიშის პროექტში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირის, ოფიციალური პირებისა და დიპლომატების წინააღმდეგ „სისტემატურ კამპანიას აგრძელებს.

