თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დარეჯან თვალთვაძე აირჩიეს. მან 526 ხმა მიიღო.
რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, ლევან გორდეზიანს 236 ხმა აქვს, ცირა ბარამიძეს 107, ხოლო გიორგი ანდრიაძეს – 39 ხმა. 49 ბიულეტენი ბათილად გამოცხადდა.
არჩევნებს აპროტესტებდა თსუ-სთან არსებული გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, პროფესორი თამაზ კალაძე. მისი თქმით, გამოყენებითი მათემატიკისა და მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტების 150 თანამშრომელს არ მიეცა თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში მონაწილეობის საშუალება.
დარეჯან თვალთვაძე რექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე ლადო პაპავას შეცვლის, რექტორის არჩევნები კი, აგვისტოში ჩატარდება.