უკრაინაში ომის დაწყებიდან მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა.
როგორც ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, ომის დაწყების შემდეგ ის კიევში მეათედ იმყოფება.
„ომის დაწყებიდან კიევში ვარ მეათედ იმის დასადასტურებლად, რომ ევროპა ურყევად დგას უკრაინის გვერდით, ფინანსურად, სამხედრო თვალსაზრისით და ამ მძიმე ზამთარის განმავლობაში; იმის ხაზგასასმელად, რომ უკრაინის სამართლიანი ბრძოლის მიმართ ჩვენი ვალდებულება უცვლელია და იმისთვის, რომ გავუგზავნოთ მკაფიო სიგნალი როგორც უკრაინელ ხალხს, ასევე აგრესორს: ჩვენ არ დავნებდებით, ვიდრე მშვიდობა არ აღდგება. მშვიდობა უკრაინის პირობებით“, – წერს ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში.

