ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

$700 მილიონის გათეთრების საქმეზე დაკავებული ორი პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს

$700 მილიონის გათეთრების საქმეზე დაკავებული ორი პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს. ინფორმაციას გამოცემა Bm.ge ამავე საქმეზე ბრალდებულ კახა კოტორაშვილის ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს. ედიშერ ქარჩავა ამბობს, რომ საქმეში ბრალდებული ორი ეთნიკური აზერბაიჯანელი იყო და ორივე უკვე პირობითი მსჯავრით არიან გათავისუფლებული.

💬 „სხვა პირების მიმართ, ვინც ამ საქმეში იყვნენ აზერბაიჯანელები ყველას გაუფორმეს საპროცესო და პირობითი მსჯავრით გაუშვეს. ჩვენს საქმეში ორი ასეთი პირი იყო და ორივე თავისუფალია. ანალოგიური მოთხოვნა გვაქვს ჩვენც. თუ სხვა ფიგურანტებს, რომლებსაც თანხა უშუალოდ შემოჰქონდათ, გაუფორმეს შეთანხმება, კოტორაშვილმა, რომელიც მხოლოდ ახურდავებდა ამ ფულს, რა დააშავა? ჩვენც გაგვიფორმეთ საპროცესო შეთანხმება-თქო, კონკრეტული თანხაც კი შევთავაზეთ“ — თქვა ადვოკატმა ედიშერ ქარჩავამ

პროკურატურამ 634 მლნ აშშ დოლარისა და 35 მლნ ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით, კახა კოტორაშვილი 16 სექტემბერს დააკავა. ბრალდების მხარის ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა აზერბაიჯანიდან უკანონოდ შემოიტანეს 59 მილიარდი რუსული რუბლი, რაც შემდგომ 624 მილიონ დოლარად და 35 მილიონ ევროდ გადაახურდავეს.

იტვირთბა....