ახალი ამბები

,,უკრაინის ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ უფრო ეფექტური იყო, ვიდრე ამას ხშირად წარმოაჩენდნენ” – ფრიდრიხ მერცი

უკრაინის ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ უფრო ეფექტური იყო, ვიდრე ამას ხშირად წარმოაჩენდნენ, – ამის შესახებ განცხადება  ორშაბათს გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა გააკეთა.

მისი თქმით, ამას მოწმობს ფრონტზე უკრაინელი სამხედროების წინსვლა.

„თებერვალში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შთამბეჭდავ ტერიტორიულ წარმატებებს მიაღწიეს, ხოლო რუსეთის ეკონომიკა სანქციებისა და სამხედრო მოქმედებების სიმძიმის ქვეშ უფრო მეტად ჭრიალებს, ვიდრე ეს ზოგჯერ შეიძლება, ვივარაუდოთ“, – თქვა მერცმა ბერლინში სიტყვით გამოსვლისას.

მანამდე, რუსულმა და უკრაინულმა წყაროებმა თებერვლის დასაწყისში უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული კონტრშეტევის შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის ოლქების საზღვარზე, ასევე ზაპოროჟიეს სამხრეთით, მას შემდეგ, რაც კომპანია Starlink-მა რუს სამხედროებს საკუთარ საკომუნიკაციო ტერმინალებთან წვდომა შეუზდუდა.

მედიის ცნობით, რუსი სამხედროების კოორდინაციასა და საბრძოლო მოქმედებების წარმართვის შესაძლებლობებს ასევე ხელი შეუშალა რუსეთის ხელისუფლების მიერ „ტელეგრამის“ შენელებამ და ბლოკირებამ.

იტვირთბა....