ახალი ამბები

,,ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მოუწოდებენ უნგრეთს, გადახედოს გადაწყვეტილებას რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტის დაბლოკვის შესახებ ” – იოჰან ვადეპული

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მოუწოდებენ უნგრეთს, გადახედოს გადაწყვეტილებას რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტის დაბლოკვის შესახებ, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

„მე არ ვფიქრობ, რომ უნგრეთის მხრიდან სწორია თავისუფლებისა და ევროპული სუვერენიტეტისათვის საკუთარი ბრძოლის ღალატი. სწორედ ამიტომ, ჩვენ კიდევ ერთხელ წარვუდგენთ ჩვენს არგუმენტებს უნგრელებს ბუდაპეშტშიც და, რა თქმა უნდა, აქაც, ბრიუსელში. ვთხოვთ მათ, პოზიციას გადახედონ“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

იტვირთბა....