პოლიტიკა

,,სუვერენული ერების წინააღმდეგ ისმის აალებადი მუქარები იმის გაუთვალისწინებლად, როგორი ხანძარი შეიძლება გაჩნდეს, გლობალური ძალაუფლების მექანიზმები იცვლება და შედეგები ცხადი არ არის” – ვოლკერ ტურკი

„ძალაუფლებისთვის სასტიკი კონკურენცია, რესურსებზე კონტროლი მსოფლიო დონეზე ისეთი ინტენსივობით არის, რაც არ ყოფილა ბოლო 80 წლის განმავლობაში. ხალხი შეშფოთებული და დაუცველია. გლობალური ძალაუფლების მექანიზმები იცვლება და შედეგები ცხადი არ არის. ზოგიერთ მიუთითებს იმ მსოფლიო წესრიგის დასრულებაზე, რომელიც ჩვენ ვიცით. დღეს მსურს, ვისაუბრო სხვა მსოფლიო წესრიგზე, რომელიც უცვლელია. საბაზისო სისტემა, რომლითაც ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობენ, რომელიც ეფუძნება ჩვენს თანდაყოლილ ღირებულებას, ჩვენს იმედებს და საერთო ღირებულებებს.

მე ვსაუბრობ ადამიანების სწრაფვაზე ღირსებისკენ, თანასწორობისა და სამართლიანობისკენ. ეს არის ავტოკრატიული ტენდენციების ძლიერი კონტრბალანსი, რომელსაც დღეს ვხედავთ. ძალის გამოყენება დავების გადასაჭრელად ქვეყნებს შორის და ქვეყნებს შიგნით, ნორმალიზებული ხდება. სუვერენული ერების წინააღმდეგ აალებადი მუქარები ისმის იმის გათვალისწინების გარეშე, როგორი ხანძარი შეიძლება გაჩნდეს. ომის კანონები უხეშად ირღვევა. მასობრივი სამოქალაქო ტანჯვა სუდანიდან ღაზამდე, უკრაინამდე და მიანმარამდე ჩვენ თვალწინ იშლება. სუდანში საჭიროა ანგარიშვალდებულება ყველა დარღვევაზე ყველა მხრიდან, ომის დანაშაულებზე და კაცობრიობის წინააღმდეგ შესაძლო დანაშაულებზე. ღაზაში ვითარება კვლავ კატასტროფულია. პალესტინელები კვლავ იღუპებიან ისრაელის ცეცხლით, სიცივით, შიმშილით და განკურნებადი დაავადებებით. დაშვებული დახმარება საკმარისი არ არის მასობრივი საჭიროებების დასკმაყოფილებლად. არის შეშფოთება ეთნიკურ წმენდაზე, როგორც ღაზაში, ასევე დასავლეთ ნაპირზე, იმ დროს, როდესაც ისრაელი აჩქარებს ძალისხმევას უკანონო ანექსირების კონსოლიდაციისთვის. ნებისმიერი მდგრადი გადაწყვეტა უნდა ეფუძნებოდეს გვერდიგვერდ მცხოვრებ ორ სახელწმიფოს, თანასწორ ღირსებას და უფლებებს გაერო-ს რეზოლუციების და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.

ხვალ აღინიშნება ოთხი წლისთავი უკრაინაში რუსეთის სრულმაშტაბიანი შეჭრიდან. ოთხი მტანჯველი წელი. სამოქალაქო მსხვერპლი გაიზარდა და რუსეთი სისტემურად თავს ესხმის უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, რაც შეიძლება, საერთაშორისო დანაშაულებს უტოლდებოდეს. ბრძოლა უნდა შეწყდეს და მოგიწოდებთ, ფოკუსირდეთ ადამიანის უფლებებზე ცეცხლის შეწყვეტის ან სამშვიდობო შეთახმებაში.  მიანმარში სამხედრო გადატრიალებიდან ხუთი წლის შემდეგ, საშინელ კონფლიქტს უფრო მეტი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა და ჰუმანიტარული ვითარება უარესდება. დღეს, ყველაზე ძალადობრივი კონფლიქტების განმავლობაში, ჟურნალისტებს, ჯანდაცვისა და ჰუმანიტრარული დახმარების მუშაკებს თავს ესხმიან საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით.  სახელმწიფოები მუდმივად უნდა ეწინააღმდეგებოდნენ კანონის დარღვევას, ანგარიშვალებულებისკენ სწრაფვით და დანაშაულების ცხადად დაგმობით გამონაკლისების გარეშე. ირანის ხელისუფლება ძალადობრივად ახშობს მასობრივ პროტესტს ლეტალური ძალის გამოყენებით და კლავს ათასობით ადამიანს“, – აღნიშნა ვოლკერ ტურკმა.

გაერო-ს უმაღლესი კომისრის განცხადებით, ზოგიერთი ლიდერი დღეს თავს კანონზე მაღლა აყენებს.

„დღეს მსოფლიოში დომინაცია, უზენაესობა ბრუნდება. ზოგიერთი ლიდერის რიტორიკას თუ მოვუსმენთ, არის რწმენა, რომ ისინი კანონზე და გაერო-ს ქარტიაზე მაღლა არიან. ისინი პრეტენზიას აცხადებენ განსაკუთრებულ სტატუსზე და მორალურ შეფასებაზე, რომ მიაღწიონ საკუთარი დღის წესრიგის შესრულებას ნებისმიერ ფასად. და რატომ არ უნდა სცადონ, თუ შედეგებზე პასუხს არ აგებენ. ისინი აშენებენ არამდგრად სისტემებს, რომელიც ქვეყნებს შორის და ქვეყნებს შიგნით უთანსწორობას აყალიბებს. ზოგიერთი თავის ეკონომიკურ ბერკეტს იარაღად იყენებს. ტექნოლოგიური მაგნატების მხრიდან დაწკაპუნება აკონტროლებს გლობალურ საინფორმაციო ნაკადებს, არღევს საზოგადოებრივ დებატებს, ბაზრებს და მთავრობის სისტემებსაც კი. ამავე დროს, ხალხი ამას გვერდიდან არ უყურებს. ქალები და განსაკუთრებით, ახალგაზრდები ხელმძღვანელობენ ამ მოძრაობას. ისინი თავიანთ უფლებებზე აცხადებენ პრეტენზიას ცხოვრების პირობების, სამართლიანი ანაზღაურებისთვის, რათა მათი ხმა გაიგონ, რომ ჰქონდეთ არჩევნების უფლება და სხვა უფლებები. ნეპალიდან მადაგასკარამდე, სერბეთიდან პერუმდე და სხვაგან, ხალხი ითხოვს თანასწორობას და გმობს კორუფციას. ხახლი აპროტესტებს ომს და უსამართლობას თავიანთი სახლებიდან შორს, გამოხატავენ სოლიდარობასა და ზეწოლას ახდენენ მთავრობაზე, რომ იმოქმედოს. ისინი ხედავენ ადამიანის უფლებებს, როგორც პრაქტიკულ ძალას და ისინი მართლები არიან“, – აღნიშნა ვოლკერ ტურკმა.

იტვირთბა....