პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი გაოგნებულია უნგრეთის დამოკიდებულებით უკრაინის მიმართ. ამის შესახებ სიკორსკიმ ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.
„იცით, ფუნდამენტურად რაც მაოგნებს არის ის, რომ მაშინ, როდესაც უკრაინა საკუთარ თავს იცავს რუსი სამხედროებისგან, უნგრეთმა იცის როგორია ეს. ბუდაპეშტში მეოცე საუკუნეში ორჯერ შეიჭრნენ რუსები, აქედან ერთხელ წითელი არმია. უნგრეთისგან უკრაინის მიმართ გაცილებით დიდ სოლიდარობას ველოდებოდი“, – აღნიშნა სიკორსკიმ.

