ახალი ამბები

“საქმე შეთითხნილია” – ბადრი ჯაფარიძე ოპოზიციონერების საქმეზე

საქმე შეთითხნილია და ოპოზიციის დევნას ემსახურება, – ასე აფასებს “ლელოს” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლებრივ საქმეს. 

ოპოზიციონერი ლიდერი პირდაპირ ამბობს, რომ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს და ვერც იქნება, რადგან დანაშაული არ მომხდარა. 

ეს პროცესი არის პირდაპირ გამოხატული საბოტაჟი სახელწიფოს მიმართ და ის მხოლოდ აღრმავებს კრიზისს. რაც არ არსებობს, ის ვერ იქნება საქმეში. ეს საქმე არის შეთითხნილი, ყველა, ცხადია, ამბობს ამას, მე არ ვარ ორიგინალური. ეს არის ოპოზიციის დევნის საქმე. იქ არანირი მტკიცებულება არ არის და ვერც იქნება, იმიტომ, რომ ასეთი დანაშაული არ მომხდარა, – ამბობს აბდრი ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში 8 ოპოზიიცონერი ლდიერის საქმის განხლვა იწყება. პროცესს მხოლოდ 5 ბრალდებული ესწრება. მამუკა ხაზარაძე სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრება. ელენე ხოშტარიამ და ნიკა მელიამ კი პროცესზე გამოცხადებაზე პროტესტის ნიშნად უარი თქვეს.  

იტვირთბა....