ირანი ამჟამად სუსტია და ჩვენ ამით უნდა ვისარგებლოთ დიპლომატიური გამოსავლის საპოვნელად,- ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.
„ირანში ვითარება ძალიან დაძაბულია. ჩვენ არ გვჭირდება კიდევ ერთი ომი ამ რეგიონში. ისედაც ბევრი გვაქვს. ასე რომ, ჩვენ ხაზი გავუსვით დიპლომატიური გამოსავლის აუცილებლობას შექმნილი მდგომარეობიდან. ევროკავშირი მზადაა, საკუთარი წვლილი შეიტანოს ამაში და ეს არის არა მხოლოდ ირანის ბირთვული პროგრამის საკითხი, არამედ ასევე ბალისტიკური რაკეტების პროგრამა და სხვა შეშფოთებები, რომლებიც გაგვაჩნია ირანთან დაკავშირებით. მართალია, რომ ახლა ირანი არის ყველაზე სუსტ წერტილში და ჩვენ ეს დრო უნდა გამოვიყენოთ დიპლომატიური გამოსავლის საპოვნელად“, – განაცხადა კაია კალასმა.

