სამხრეთ კორეის მთავრობამ რუსეთის საელჩოს მოსთხოვა სეულში მდებარე შენობიდან ჩამოხსნას გიგანტური ბანერი რუსული წარწერით „გამარჯვება ჩვენი იქნება“
დაახლოებით 15 მეტრის სიმაღლის ბანერი რუსეთის დროშის ფერებში, სამშაბათს გამოფინეს. რუსეთის საელჩო ამით უკრაინაში შეჭრის 4 წლისთავს აღნიშნავს.
სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსი დიპლომატებისთვის გაგზავნილ მოთხოვნაში აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას უკანონოდ მიიჩნევს და მოითხოვს მოსკოვისა და ჩრდილოეთ კორეის სამხედრო თანამშრომლობის შეწყვეტას. ჯერჯერობით უცნობია, რა პასუხი მიიღო უწყებამ რუსეთის საელჩოსგან.

