ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

დონალდ ტრამპმა დამატებით 10%-იანი დროებითი გლობალური ტარიფები გამოაცხადა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ყველა ქვეყნისთვის 10%-იანი დროებითი გლობალური ტარიფები დააწესა, რომელიც ძალაში დაუყოვნებლივ შედის.

როგორც ცნობილია, ახალი სატარიფო გეგმა ძალაში მომდევნო 150 დღის განმავლობაში იქნება.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტი განმარტავს, უზენაესი სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება მას, ზოგადად, ტარიფების დაწესებას არ უზღუდავს, ის მოიცავს მხოლოდ კონკრეტული „საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილების“ კანონის ფარგლებში ქვეყნებისთვის ტარიფების შემოღებას, რომლითაც 2025 წლის აპრილში მან მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანას დაუწესა ბეგარა.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპის მიერ დამატებითი 10%-იანი ტარიფების დაწესების შესახებ განცხადებას წინ უძღვოდა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული საგანგებო ტარიფების უკანონოდ ცნო.

იტვირთბა....