აქტუალური თემა ახალი ამბები

“მორალურ პასუხისმგებლობას და ფინანსურიც თუ იქნება, გავიზიარებ” – ჯუანშერ ბურჭულაძე

როგორც ყოფილმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, „არ აპირებს ჯოხის სხვაზე გადატეხვას“.

“რა თქმა უნდა, მორალურ პასუხისმგებლობას და ფინანსურიც თუ იქნება, გავიზიარებ – ეს იყო ვთქვათ ჩემი ცოლის ძმის რაღაც ქმედების გამო გამოწვეული, თუ ჩვენ სამინისტროში რაღაც არასწორი გავაკეთეთ. მე  რა ტქმაუნდა არ ვაპირებ ჯოხის სხვაზე გადატეხვას. მინდა იცოდეთ, რომ ორივე შემთხვევაში, ბრალეულობა გამოიკვეთება თუ არა, ჩემი ცოლის ძმის თუ ჩემი თანამშრომლების, ამ პასუხისმგებლობას გავიზიარებ, სამართლებრივად შეიძლება მე შემეხოს, მაგრამ მორალურად პასუხისმგებლობას ყველა შემთხვევაში გავიზიარებ. ეს იქნება ჩვენი უწყების მიერ არასწორად გაკეთებული თუ ჩემი ცოლის ძმის”, – განაცხადა ბურჭულაძემ.

ცნობისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. 

იტვირთბა....