“მე ძალიან ვწუხვარ ამ თემასთან დაკავშირებით, რაც ხდება ანდროსთან მიმართებაში და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რაღაცა გაირკვევა სიტუაცია და ანდრო ნიჭიერი კაცია და აუცილებლად უნდა იყოს თეატრში, უნდა თამაშობდეს და გააგრძელოს თავის საქმე… აქტიურად აღარ დავდივარ თეატრში, არ მქონია კომუნიკაცია, მაგრამ ჩემი პოზიცია ანდროსთან დაკავშირებით მოგახსენეთ და დიდი იმედი მაქვს, რომ ანდრო დაუბრუნდება თავის საქმიანობას – ამბობს ტვ პირველთან ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მსახიობი ეკა კახიანი.
კახიანი პროპაგანდისტული რუსთავი 2-ის იმ პროექტის ჟიურის წევრი იქნება, რომლის პრომოს გადაღების გამოც თეატრის ფასადიდან პროევროპულ აქციებზე დაპატიმრებული ანდრო ჭიჭინაძის ბანერი ჩამოხსნეს.

